logo
ENG



"სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას საარჩევნო დარღვევები" - ბელგიის პრემიერი ზურაბიშვილს ესაუბრა

05 ნოე 202421:27
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/05/lkfuvz8we3kif36.jpg

ბელგიის პრემიერმინისტრი ალექსანდერ დე კრუ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ის X-ზე ავრცელებს და წერს, რომ ბელგია მტკიცედ უჭერს მხარს ქართველების ევროპულ მისწრაფებას.

ის ამბობს, რომ საარჩევნო დარღვევები სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას.

"ბელგია მტკიცედ დგას ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მისწრაფებების უკან.

საარჩევნო დარღვევები სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას.

ჩვენ ხაზს ვუსვამთ დიალოგის აუცილებლობას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - წერს ის X-ზე. 


close დახურვა